მთავარიაზიაირანიირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციის გუშაგთა გვარდიის შესაბამისი უწყების თანამშრომლებმა სამხედრო საზღვაო ხომალდიდან ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოცადეს. ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებს.

საუბარია ფატეჰის სახის ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც შაჰიდ მაჰდავის სამხედრო საზღვაო ხომალდიდან გაისროლეს. ამ ბალისტიკურ რაკეტას 1700 კილომეტრის რადიუსზე შეუძლია მტრისთვის დარტყმის მიყენება.

თეირანის მიერ ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ემთხვევა წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ წარმოებულ კამპანიას საერთაშორისო სანაოსნო ხაზებზე მოძრავი საზღვაო ხომალდების წინააღმდეგ.

დასავლური ქვეყნები იემენში მოქმედ ჰუსიტებს სამხედრო საჰაერო ძალებით უტევენ. ჰუსიტთა წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანი ღაზის სექტორში ეთნიკური პალესტინელების მხარდაჭერაა, დასავლეთში კი მიაჩნიათ, რომ ჰუსიტების უკან სწორედ თეირანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend