მთავარიევროპარუსეთიGRU 29155 - კრემლის ჯაშუშები

GRU 29155 – კრემლის ჯაშუშები

ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით საუბრისას ყველაზე ხშირად ამ უკანასკნელთა უცნაური და უცაბედი სიკვდილი ახსენდება ადამიანს. ამ თვალსაზრისით სტატისტიკა ყველაზე თვალსაჩინო სურათს იძლევა იმისა, თუ როგორ უსწორდება კრემლი ნებისმიერ ოპოზიციას.

  • ანნა პოლიტიკოვსკაია, ჟურნალისტი – ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, 2006 წლის 7 ოქტომბერს, 48 წლის ასაკში საკუთარ სახლთან დახვრიტეს.
  • იმავე წელს, ერთ თვეში მოკლეს ალექსანდრ ლიტვინენკო, ფსბ-ს ოფიცერი, პოლონიუმით მოწამვლის შედეგად.
  • ბორის ნემცოვს, ერთ დროს სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, 2015 წელს ზურგში 5-ჯერ ესროლეს.
  • 2018 წელს საბჭოთა უშიშროების სამსახურის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან ერთად მოწამლეს ნოვიჩოკით.
  • და ბოლოს, უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებამდე ერთი წლით ადრე სცადეს ალექსეი ნავალნის მკვლელობა. ამ პიროვნებას 2038 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მალე ორი წელი შესრულდება და არავინ იცის, კრემლის რამდენი აგენტი დააბიჯებს ნატოსა და ევროკავშირის შენობათა დერეფნებში. ყველასგან ფარული ომისა და მისი ჯარისკაცების შესახებ სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ ატლანტიკური საბჭოს ასოცირებული მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend