მთავარიმსოფლიოევროპაევროპის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პარიზსა და ბერლინში ჩავიდა

ევროპის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პარიზსა და ბერლინში ჩავიდა

პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ევროპა გაძლიერდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით და იქნება ძალა, რომელსაც ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს უკრაინას.

ეს არის გზავნილი, რომელიც პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პარიზსა და ბერლინში ჩაიტანა. იგი ცდილობს თავის ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცებას. ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება მას შემდეგ, რაც იზრდება საფრთხე იმისა, რომ თეთრ სახლში შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაბრუნდეს.

“ევროპა უნდა გახდეს უსაფრთხო კონტინენტი. ეს კი ნიშნავს რომ ევროკავშირი, საფრანგეთი და პოლონეთი უფრო უნდა გაძლიერდნენ და საჭიროების შემთხვევაში დაიცვან თავიანთი საზღვრები და ტერიტორია”, — განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკი ამის შემდგომ ბერლინში გაემგზავრა.

ეს დიპლომატიური სვლა ემთხვევა დონალდ ტრამპის მიერ გასულ უქმეებზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ტრამპი ამბობს, რომ არ დაიცავს იმ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვაზე სათანადო თანხებს არ დახარჯავენ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის განცხადება, თუმცა მისი სახელის ხსენების გარეშე.

“ნატოს პირობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეუზღუდავია. ყველა ერთისათვის და ერთი ყველასთვის. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნატოს მხარდაჭერის გარანტიაში პირობების შემოტანა უპასუხისმგებლო და სახიფათოა. და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის, არავის აქვს ევროპის უსაფრთხოებასთან თამაშის უფლება”, — აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

ერთ დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, იგი ხედავს, რომ მომავალში ევროკავშირი ძლიერ სამხედრო ძალად გარდაიქმნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend