მთავარიევროპაუკრაინარუსული ომის ორი წელი

რუსული ომის ორი წელი

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინაში თითქმის ორ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში რუსმა ჯარისკაცებმა 30 000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. უცნობია, რამდენი მებრძოლი დაიღუპა ფრონტის ხაზზე.

ომის თითოეულ მსხვერპლს საკუთარი ისტორია აქვს. თითოეულ დაღუპულს ჰყავს ოჯახი და მეგობრები.

კიევში კვლავ შეიკრიბნენ უკრაინის მოქალაქეები 11 თებერვალს, ომში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად.

ევრონიუსმა ერთ-ერთი მათგანი ჩაწერა.

“ გუშინ ჩემი მეგობარი ომში დაიღუპა. აქ იმისთვის მოვედი, რომ დროშა ვიყიდო. ჩვენ ომის დასრულება და თავისუფლება გვინდა. ის 27 წლის იყო”, -ამბობს ილია, კიევის მაცხოვრებელი.

უკრაინის არმიამ ომის ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მოახერხა, რუსეთი გაეძევებინა იმ ტერიტორიათა ნახევრიდან, რომელიც აგრესორმა პირველ დღეებში დაიკავა. ახლა სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ომი ჩიხშია. პრეზიდენტი ზელენსკი გადამწყვეტ მომენტში ცვლის არმიის ხელმძღვანელობას. ჯარისკაცებს ბრძოლისთვის რესურსები სჭირდებათ. ამერიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა…

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ევრონიუსს უდასტურებს, რომ ახლა მთელ ფრონტის ხაზზე ძალიან რთული ვითარებაა.

„თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. ავდიივკაში, ზაპოროჟიის რეგიონში, პრაქტიკულად მთელ ფრონტის ხაზზე ძალიან რთული ვითარებაა. საჭიროა, სწორად აღვიქვათ ფაქტები, მაგრამ გვჯეროდეს, რომ პოზიციებს გავაძლიერებთ. და კიდევ ერთხელ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს”, – ამბობს ერმაკი.

საოკუპაციო ძალების სასტიკი და დაუნდობელი მეთოდები პირველად გამოჩნდა ბუჩასა და ბოროდიანკაში, სადაც რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს შეუბრალებლად ხოცავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოროდიანკას ოკუპაციიდან ერთ თვეში უკრაინამ რუსეთის არმიის მოგერიება შეძლო, ამ სისასტიკით გამოწვეული ტრავმა არსად წასულა. უკრაინა ამბობს, რომ ახლა პრიორიტეტია ქალაქში მაცხოვრებლები დაბრუნდნენ და ინფრასტრუქტურა აღდგეს. ამბობენ, მთავარია, რომ უკრაინელებმა ისე ცხოვრება შეძლონ, როგორც ცხოვრობდნენ ადრე.

შონა მიურეი
ბოროდიანკა, უკრაინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend