მთავარიმსოფლიომოსკოვში ითხოვენ გარანტიებს, რომ პუტინს სომხეთში არ დააკავებენ

მოსკოვში ითხოვენ გარანტიებს, რომ პუტინს სომხეთში არ დააკავებენ

ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში ფაშინიანს ჰკითხეს, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში – სომხეთის პრემიერის პასუხი ბუნდოვანი იყო.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ სომხური მხარისგან მეტი ინფორმაცია ესაჭიროებათ სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას, განცხადებით, ვლადიმერ პუტინის სომხეთში ვიზიტი მოითხოვს ორ სახელმწიფოს შორის დამატებით კონსულტაციებს და მნიშვნელოვანია, რომ სომხურმა მხარემ კრემლს ამ მიმართულებით დამატებითი გარანტიები წარუდგინოს.

იქამდე, ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში ფაშინიანს ჰკითხეს, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს ასეთი მოგზაურობის შემთხვევაში.

“ტელეგრაფის” ჟურნალისტი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი Copyright სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი

„სამართლებრივ გზებს რაც შეეხება, ამჟამად ვერ გავაკეთებ იურიდიულ ანალიზს, რადგან ეს უფრო იურისტების საქმეა“, – ბუნდოვნად უპასუხა ფაშინიანმა და დასძინა: „როგორც ვთქვი, სომხეთი უნდა დარჩეს თავისი ყველა საერთაშორისო ვალდებულების ერთგული, მათ შორის იმ ვალდებულებებისა, რომლებიც მას აქვს რუსეთის ფედერაციასთან”.

სომხეთი როგორც რიგით 124-ე წევრი სახელმწიფო შეუერთდა სულ ცოტა ხნის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად მსოფლიოში მოქმედი ორი საერთაშორისო მასშტაბისა და იურისდიქციის მქონე სასამართლოა.

2023 წლის 17 მარტის დადგენილებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საპრეზიდენტო კომისრის, მარია ლვოვა ბელოვის, დაპატიმრების ორდერი გაიცა ჰააგაში, საფუძველი კი უკრაინიდან რუსულ მიწებზე არასრულწლოვანთა უკანონო დეპორტაციაა. მოსკოვში აცხადებენ, რომ ერევანმა რომის სტატუტის რატიფიკაცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით მოახდინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend