მთავარიმსოფლიომიგრირებადი ცხოველების პოპულაცია საგანგაშოდ იკლებს - გაეროს ახალი ანგარიში

მიგრირებადი ცხოველების პოპულაცია საგანგაშოდ იკლებს – გაეროს ახალი ანგარიში

ბევრი მგალობელი ფრინველი, ზღვის კუ, ვეშაპი, ზვიგენი და სხვა მიგრირებადი ცხოველი სეზონების მიხედვით გარემოს იცვლის.

თუ მიგრაციის ჯაჭვი გაწყდა, ბევრი ცხოველი დაიღუპება.

მიგრირებადი ცხოველების დიდი ნაწილი ახლა საფრთხეშია.

ბრაკონიერობის, გარემოს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების გამო მათი პოპულაცია მნიშვნელოვნად იკლებს. მიგრირებადი სახეობების თითქმის ნახევარი, 44% მცირდება – ვკითხულობთ ახალ ანგარიშში, რომელიც გაერომ გამოაქვეყნა. გადაშენების პირასაა მეხუთედი იმ 1200 სახეობიდან, რომლებსაც ეს ორგანიზაცია აკვირდება.

„ანგარიშის შედეგები არც თუ ისე სახარბიელოა. პოპულაციის 44% მცირდება. მხოლოდ 12% -ია, სადაც პოპულაციის ზრდა შეინიშნება. 13%-ის მდგომარეობა კი უცნობია. უამრავი ცხოველი გადაშენების პირასაა. მაგალითად, რუხთავიანი ალბატროსი, ეგვიპტური ულვა და სტეპების არწივი შესაძლოა მალე საერთოდ აღარ შეგვხვდეს ბუნებაში“, – ამბობს კელი მალში, „მსოფლიოში მიგრირებადი სახეობების მდგომარეობის“ მოხსენების ავტორი და UNEP-WCMC-ის სახეობების პროგრამის ხელმძღვანელი.

გაეროს ახალი ანგარიში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხას ეყრდნობა.

მალე ამ სიას შესაძლოა სხვა პოპულაციებიც დაემატოს…

„ახლა დროა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლითაც შევძლებთ ამ ვითარების შეცვლას. ეს გულისხმობს ბრაკონიერობის აღკვეთას, ხმაურისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ჩვენ ასევე უნდა გადავხედოთ ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილებას და დავინახოთ საერთო სურათი. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, ერთად იმუშაოს იმისთვის, რომ დავიცვათ მიგრირებადი სახეობები. ამით კაცობრიობაც გადარჩება“, – თქვა ინგერ ანდერსენმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჩიტი გაება ბადეში, რომელსაც ბრაკონიერები გადამფრენი მგალობელი ფრინველების დასაჭერად იყენებენ, ლარნაკას რაიონი, კვიპროსი. Copyright AP Photo/Petros Karadjias

დადგენილია, რომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ყოველწლიურად 11-იდან 36 მილიონამდე ფრინველს უკანონოდ კლავენ, ან იჭერენ… კიდევ რამდენიმე მილიონს არაბეთის ნახევარკუნძულზე, ირანსა და ერაყში.

მიუხედავად ამ მძიმე სურათისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არის დრო ვითარების გამოსწორებისა, თუმცა მათივე თქმით, ამას ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს და დედამიწის ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად მთელმა კაცობრიობამ ერთად უნდა იმუშაოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend