მთავარისაქართველოახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობის პირველი სხდომა

ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობის პირველი სხდომა

დღეს, 12 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ახალი მთავრობის პირველი სხდომა, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებითა და კორუფციაზე საუბრით დაიწყო.

მთავრობის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის მმართველობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს საზოგადოებასთან, სპეციალისტებსა და დარგის წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ასევე განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მხრივ ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს.

ვიცე-პრემიერებმა კორუფციასთან დაკავშირებით ბევრი ისაუბრეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და განაცხადეს, რომ საქართველო დაბალი კორუფციის დონით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

თუმცა თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველო კორუფციის დაბალი დონით მსოფლიოში არც ქვეყნების პირველ ათეულში და არც ოცეულშია. საქართველოს სახელს ვერც პირველ 30 ან 40 ქვეყანას შორის ნახავთ. 49-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. 100-ქულიანი შეფასების სისტემაში 100 კორუფციისგან ძალიან სუფთას, 0 კი კორუფციის უმაღლეს დონეს ნიშნავს. საქართველო 53 ქულით შეაფასა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“. ამ კვლევაზე დაყრდნობით საქართველოში კორუფციის დონე 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 3 პუნქტით გაუარესდა, ასეთი დაბალი ქულა კი ქვეყანას 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ვიცე-პრემიერებმა დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის პირველ პირს არჩევნების შემდეგ გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა. სალომე ზურაბიშვილს მიერ გაგზავნილი წერილი გამოქვეყნებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა. ირაკლი კობახიძის მეთაურობით მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა 8 თებერვალს გამოუცხადა ნდობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend