მთავარიევროპარუსეთიტაკერ კარლსონის ინტერვიუ პუტინთან

ტაკერ კარლსონის ინტერვიუ პუტინთან

“არ შეიძლება ვლადიმერ პუტინის არცერთი სიტყვის დაჯერება” - განაცხადეს თეთრ სახლში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ინტერვიუში ნახევარ საათზე მეტი დაუთმო რუსეთის, პოლონეთისა, უკრაინისა და ლიეტუვის ისტორიაზე საუბარს. ეს მონოლოგი მეცხრე საუკუნიდან კომუნისტურ რევოლუციამდე იყო გაშლილი.

ვლადიმერ პუტინი FOX NEWS-ის ყოფილ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაშინგტონმა რუსული ინტერესების ლეგიტიმურობა უნდა აღიაროს და უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.

რუს პრეზიდენტს ამავე დროს სჯერა, რომ გასული წლის მარტში კრემლის მიერ დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის, გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკება შესაძლებელია.

ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუ ვლადიმერ პუტინის პირველი კონტაქტია დასავლურ მედიასთან 2022 წლის 24 თებერვლის, უკრაინაში რუსული ინტერვენციის, დაწყების შემდეგ.

ინტერვიუსას ვლადიმერ პუტინმა აქამდე მის მიერ წარმოთქმული ბევრი დებულება გაიმეორა, მათ შორის კრემლის გადმოსახედიდან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი (მარჯვნივ) საუბრობს ინტერვიუს დროს FOX NEWS-ის ყოფილ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან Copyright Gavriil Grigorov/Sputnik

ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა ასევე ცრუ ნარატივი კიევში ნეონაცისტების ხელისუფლების სათავეში ყოფნის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა დაამახინჯა უკრაინის ისტორიაც და მას სტალინის მიერ შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნი უწოდა.

ტაკერ კარლსონი ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერის გამოც გააკრიტიკეს, თავად ჟურნალისტი კი აცხადებს, რომ არცერთ მის დასავლელ კოლეგას შეუწუხებია თავი პუტინთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობით.

კრემლში კი იმედი აქვთ, რომ მათ სასარგებლოდ ეს ინტერვიუ თავის წვლილს შეიტანს ამერიკული საზოგადოების მიერ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევის ავკარგიანობასთან დაკავშირებით აზრთა ფორმირებაში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ინტერვიუში ნახევარ საათზე მეტი დაუთმო რუსეთის, პოლონეთისა, უკრაინისა და ლიეტუვის ისტორიაზე საუბარს, ეს მონოლოგი მეცხრე საუკუნიდან კომუნისტურ რევოლუციამდე იყო გაშლილი. ამავე დროს ინტერვიუს უდიდესი ნაწილი უკრაინაში უკვე თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შესახებ საუბარს დაეთმო.

ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკის უარს მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსი ლიდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი შეწყვეტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ომი რამდენიმე კვირაში დასრულდება, კიევს კი ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონის სატელიტს უწოდებს.

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებების წარმოებაზე“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

უკრაინელთა უმრავლესობა ომის გაგრძელების მომხრეა და მათი სურვილია, იხილონ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასვლა, სწორედ ამ შედეგის მაჩვენებელია ორგანიზაცია „გალოპის“ მიერ ჩატარებული კვლევა, მაგრამ უცნობია, თუ როგორ შეიძლება ომის დასრულება, როდესაც რუსული მხარე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინული მიწების მითვისებას ცდილობს. უკრაინელთა უმრავლესობა ამ გარიგების წინააღმდეგია.

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ რუსეთის ფედერაციას უკრაინაში სტრატეგიულ მარცხს ვერ მიაყენებს და ამავე დროს კრემლში უარყოფენ, რომ მათ პოლონეთსა და ბალტიისპირეთზე თავდასხმა სურთ.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეიძლება ვლადიმერ პუტინის არცერთი სიტყვის დაჯერება.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს დასავლურ მედიასთან ძალიან შეზღუდული კავშირი აქვს, ამავე დროს კი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას განაგრძობს, ქვეყანაში ოპოზიციური მედია აღარ არსებობს, უცხოელი ჟურნალისტები კი რუსეთს ტოვებენ.

ამერიკული მედიასაშუალებების ორი ჟურნალისტი, The Wall Street Journal–ის ევან გერშეკოვიჩი და “რადიო თავისუფლების” ალსუ კურმაშევა, რუსულ საპატიმროში იმყოფებიან.

ევან გერშეკოვიში ლეფორტოვსკის სასამართლო მოსმენის შემდეგ მოსკოვში, 26 იანვარი, 2024 წელი Alexander Zemlianichenko/Copyright The AP

ტაკერ კარლსონმა ვლადიმერ პუტინს ევან გერშეკოვიჩის გათავისუფლების შესახებ ჰკითხა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მზად არის ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მან გაიმეორა, რომ ეს ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული, თავად ბრალდებული ამას უარყოფს.

„ის დაიჭირეს სწორედ მაშინ, როდესაც ის საიდუმლო ინფორმაციას იპარავდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, მაგრამ ის არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი ჟურნალისტი შესაძლოა სახლში მალე დაბრუნდეს.

„ეს საკითხი ტაბუდადებული არ გახლავთ“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი, „ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის გადაჭრისთვის, მაგრამ ეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა უნდა განიხილონ, მჯერა რომ შეთანხმება შესაძლებელია“.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე სახელმწიფოს მიერ ბოროტმოქმედის ლიკვიდაციის მიზეზით დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე. საუბარი საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილს ეხება, რომელიც ბერლინში 2019 წელს რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის აგენტმა მოკლა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მისი სახელმწიფოს მმართველი ორგანოების პირდაპირი მითითებით მოქმედება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend