ზამთრის სეზონი წელს არაერთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებით არის დატვირთული.
მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოს ორ კურორტზე, ბაკურიანსა და გუდაურში ტარდება. ზამთრის კურორტებმა უკვე უმასპინძლა მოგულისა და დუალ მოგულის, სნოუბორდ კროსის დისციპლინებს.
მსოფლიო თასის ასპარეზობის მხარდამჭერი კომპანია სილქნეტია, რომელიც დაარსების დღიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. სილქნეტი იყო საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი, რომელიც 2023 წელს ბაკურიანში ჩატარდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიწი ხარაბაძემ ისაუბრა.