მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეარუსი ტურისტები ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრებიან

რუსი ტურისტები ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრებიან

კრემლსა და ჩრდილოეთ კორეას შორის კავშირი ძლიერდება

მოსკოვისა და ფხენიანის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრება ურჩია. ეს მოგზაურობა საცდელი იქნება, იმ მოლოდინით, რომ რუსი ტურისტების სხვა ჯგუფებიც ესტუმრებიან ჩრდილოეთ კორეას.

ოქტომბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თანამოქალაქეებს ურჩია, არდადეგები ჩრდილოეთ კორეაში გაეტარებინათ. უკვე თებერვალში რუსი ტურისტები ვლადივასტოკიდან ფხენიანისკენ გაემართნენ. ისინი იქნებიან პირველი ტურისტები, რომლებიც ტოტალიტარული პანდემიის შემდეგ ჩავლენ.

რუსული კომპანიის მენეჯერი, რომელმაც ეს ტური დაგეგმა, ამბობს, რომ ბევრი რუსეთში მთელი ცხოვრება ოცნებობდა, მოენახულებინა ჩრდილოეთ კორეა.

„ბევრი რუსი ოცნებობს ჩრდილოეთ კორეის მონახულებაზე… ჩრდილოეთი კორეა საოცარი ქვეყანაა. დახურული სახელმწიფოა, რაც იზიდავს ყველას. ხალხი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ ჩრდილოეთ კორეის მონახულებაზე. ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, რომ ათეულობით ქვეყანაში ყოფილა, მაგრამ ეს მოგზაურობა საუკეთესო იქნება. ტურისტებს ძალიან უნდათ დაისვენონ სათხილამურო კურორტზე“, – ამბობს ინა მუხინა, ჩრდილოეთ კორეაში ტურის ორგანიზატორი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გართულდა ევროპასა და აშშ-ში მოგზაურობა. ალტერნატივად კი რუსეთის ფედერაციის მეგობარი ჩრდილოეთი კორეა გამოჩნდა.

რუსი ტურისტები პირველ რიგში ფხენიანს ეწვევიან, შემდეგ კი თხილამურებით სრიალს გეგმავენ.

„ ეს მოგზაურობა ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ გვიყვარს თხილამურებით სრიალი. ძალიან გვინდა ჩრდილოეთ კორეაში წასვლა“, – ამბობს გალინა ბოლევშიკოვა, რუსი ტურისტი.

რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დამსვენებლებისთვის არც თუ ისე მეგობრული გარემო დახვდებათ. ქვეყანაში აკრძალულია წიგნების, ფილმების, ფოტოების თუ სხვა ნივთების შეტანა.

ქვეყანაში არ არის WI-FI და ბევრ ადგილას სურათების გადასაღებად პოზირებაც არ შეიძლება.

ჩრდილოეთ კორეას თითქმის არ გააჩნია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა…

ამ ყველაფერთან ერთად კი ფხენიანში საერთაშორისო ტურისტების ეშინიათ, რადგან მათი აზრით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს იქ ინფექციები და იდეოლოგიური დაბინძურება შეაქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend