მთავარიამერიკააშშ"მე კარგი მეხსიერება მაქვს" - ჯო ბაიდენის პასუხი სპეციალურ პროკურორს

“მე კარგი მეხსიერება მაქვს” – ჯო ბაიდენის პასუხი სპეციალურ პროკურორს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა სპეციალური პროკურორის რობერტ ჰურის მიერ გაკეთებული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ჯო ბაიდენმა დაარღვია საიდუმლო დოკუმენტების დამუშავების წესები და მეხსიერების პრობლემების გამო, ვერ იხსენებდა თავისი განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.

ოფიციალური დოკუმენტები 2023 წლის იანვარში აღმოაჩინეს დელავერში, ჯო ბაიდენის სახლში. დოკუმენტების ნაწილი ბაიდენის სენატორობის, ნაწილი კი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდისაა.

სპეციალური პროკურორის გამოძიების თანახმად, ჯო ბაიდენის ქმედებები ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოა, თუმცა, პრეზიდენტს ბრალს არ წაუყენებენ.

სპეციალურმა პროკურორმა ჯო ბაიდენი დაახასიათა კეთილი განწყობების მქონე ხანდაზმულ ადამიანად, რომელსაც ცუდი მეხსიერება აქვს. ამ ანგარიშმა პრეზიდენტ ბაიდენის აღშფოთება გამოიწვია.

„მე ვარ კეთილგანწყობილი, ხანდაზმული ადამიანი და ვიცი რასაც ვაკეთებ. მე ვარ პრეზიდენტი და ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენე. მე არ მჭირდება მისი რეკომენდაციები. ჩემი მეხსიერება კარგ მდგომარეობაშია. შეხედეთ რა გავაკეთე მას შემდეგ რაც გავხდი პრეზიდენტი. არც ერთ თქვენგანს არ უფიქრია, რომ მე გადავლახავდი იმ დაბრკოლებებს რაც გადავლახე. ფიქრობთ ალბათ, რომ დამავიწყდა რაც ხდებოდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend