მთავარიაზიაღაზაბენიამინ ნეთანიუჰუ ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰშიც გავრცელდება

ბენიამინ ნეთანიუჰუ ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰშიც გავრცელდება

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის თქმით, ღაზის მოსახლეობის ნახევარი ქალაქ რაფაჰს აფარებს თავს. 

Associated Press-ის ცნობით, ქალაქში ახლა 1.5 მილიონი ადამიანია, რაც ღაზის მოსახლეობის სამ მეოთხედს წარმოადგენს.

გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ  ამ ქალაქშიც დაიწყება სამხედრო ოპერაცია.

რაფაჰი, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, მანამდე ისრაელმა უსაფრთხო ზონად გამოაცხადა, ახლა  კი ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ისრაელს პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ფოლკერ ტიურკი ამბობს, რომ საკუთრების ფართო განადგურება, რაც არ არის გამართლებული სამხედრო აუცილებლობით და განხორციელებულია უკანონოდ და განზრახ, ჟენევის მეოთხე კონვენციის სერიოზული დარღვევა და ომის დანაშაულია. მისი თქმით, ისრაელს არ წარმოუდგენია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ასეთი მასშტაბური განადგურების მკაფიო მიზეზები.

შეერთებულ შტატებშიც აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ისრაელის სამხედრო ოპერაციას რაფაჰში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში – AP

ამავდროულად, „ჰამასის“ დელეგაცია გუშინ ეგვიპტეში გაემგზავრა. მათ უნდა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეთავაზება, რომელიც, ენტონი ბლინკენის ძალისხმევის მიუხედავად, ნეთანიაჰუმ  არ გაიზიარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend