მთავარიმსოფლიოევროპაახალი რეზოლუცია ევროპარლამენტის საქმიანობაში რუსეთის ჩარევის მცდელობას შეზღუდავს

ახალი რეზოლუცია ევროპარლამენტის საქმიანობაში რუსეთის ჩარევის მცდელობას შეზღუდავს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც  რუსეთს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევის მცდელობას უზღუდავს.  

რეზოლუციას ევროპარლამენტარების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ცდილობს, ევროპაში მოკავშირე ქვეყნებთან კავშირები აღადგინოს, რაც დასავლური დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„რუსეთი ახლა მოძლიერების პროცესშია. კრემლი აღდგენას ცდილობს. ისინი სხვადასხვა სფეროში თავიანთ მარიონეტებს ამუშავებენ. თავიდან, როდესაც ეს ფართომასშტაბიანი ომი დაიწყეს, დავინახეთ, რომ ეს მარიონეტები დუმდნენ. ახლა ისინი უფრო გაბედულად საუბრობენ”, – განაცხადა რასა იუკნიავიჩენემ.

რუსეთი რომ ევროკავშირის პოლიტიკაში ერევა, რუსული გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციისას გამოიკვეთა.

რუსულმა საგამოძიებო გაზეთმა ლატვიელ ევროპარლამენტარს ტატიანა ჟდანოკას რუსეთის საიდუმლო სამსახურების აგენტი უწოდა. თუმცა მან ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ეს ბრალდებები უარყო.

„ისინი ამბობენ, რომ ტატიანა ჟდანოკა აგენტია. დიახ, მე ვარ აგენტი მშვიდობის, ფაშიზმისგან დაცლილი ევროპის, უმცირესობების უფლებების დამცველთა და ერთიანი ევროპისა, ლისაბონიდან – ურალამდე”, – განაცხადა ტატიანა ჟდანოკამ.

რუმინელმა ევროპარლამენტარმა ვლად გეორგემ ევროპარლამენტს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს იმ დეპუტატებს, რომლებსაც რუსეთთან თანამშრომლობა დაუმტკიცდებათ.

„ჩემი ინიციატივა გულისხმობს შემდგომს. თუ რომელიმე დეპუტატი ევროპარლამენტში პუტინთან ერთად ან მის სასარგებლოდ მუშაობს, მაშინ მათ შენობაში საუბრის უფლება არ უნდა მიეცეთ, რადგან მათი ხმა არის პროპაგანდისტული”, – განაცხადა ვლად გეორგე.

ევროპარლამენტმა ლატვიელი დეპუტატის საქმეზე გამოძიება დაიწყო და მას ივნისის ევროპულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend