სომხეთის დასავლური საგარეო პოლიტიკა უფრო და უფრო აშკარა ხდება. ერევანი არ იღებს მონაწილეობას კრემლის მიერ ორგანიზებულ სამხედრო მანევრებში. ამავე დროს, აიღეს ვალდებულება, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს დააპატიმრებენ და ჰააგას გადასცემენ.
რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ სომხეთი უკვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რიგით 124-ე სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო გახდა.
Minister of Foreign Affairs of #Armenia H.E. Mr Ararat Mirzoyan @AraratMirzoyan: “#ICC’s role in crime prevention and ensuring fair and impartial justice process for peaceful resolution of conflicts is significant.” @MFAofArmenia pic.twitter.com/3MlqAtU3oq
— Int’l Criminal Court (@IntlCrimCourt) February 8, 2024
“სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიკაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს დიდ სიმამაცეს მოითხოვს და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სომხეთი გახდა იმ ერთობის ნაწილი, რომელშიც საერთაშორისო სამართლის დაცვა უზენაესი ღირებულება და მიზანია”, – ამბობს პიოტრ ჰოფმანსკი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი.
It’s an immense honor to be here today for this historic moment of raising 🇦🇲flag of Republic of #Armenia’s at @IntlCrimCourt in The Hague!
We believe #ICC has an important role in the fight against impunity & potential to prevent further escalation & atrocities in our region. pic.twitter.com/COm9Nbts5g
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) February 8, 2024
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა: “დღეს საერთაშორისო საზოგადოება გენოციდის, სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორია. სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თანამშრომლობს ჰააგასთან და მოხარული ვარ, რომ დრეს ეს პარტნიორობა სრულფასოვანი ხასიათის მატარებელი გახდა. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ომის, ტერორისა და ზიზღის დამარცხება რთულია. სომეხი ერის წინააღმდეგ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. 100 ათასზე მეტმა სომეხმა მშობლიური მიწა მიატოვა ყარაბაღში, ამ ადამიანებს ვერავინ დაჰპირდა მათი საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ეს ადამიანები დღემდე მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაში იმყოფებიან. დღეს სომხეთის გაწევრიანება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სომეხი ერის უსაფრთხოებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია”.
ყარაბაღში აზერბაიჯანული დროშა ფრიალებს, მაგრამ ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. ერევანი ცდილობს, რომ ეს შეთანხმება დასავლური გარანტიებით გაფორმდეს. სომხეთში ევროკავშირისკენ მიმავალ გზას საქართველოს გავლით ხედავენ.