მთავარიევროპაუკრაინა"მარიუპოლში დასტურდება ომის დანაშაული" - Human Rights Watch

“მარიუპოლში დასტურდება ომის დანაშაული” – Human Rights Watch

თითქმის სამი თვის განმავლობაში რუსულ ალყაში იყო მარიუპოლი. მაშინაც და დღესაც უამრავი ცნობა ვრცელდება საპორტო ქალაქში რუსი სამხედროების სისასტიკის შესახებ.

საერთაშორისო სასამართლოებში გამოძიებაც მიმდინარეობს.

თუმცა იქამდე, სანამ სამართლებრივი ვერდიქტი ცნობილი გახდება, Human Rights Watch-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დადასტურდა მარიუპოლის ალყის დროს ომის დანაშაულის ფაქტები.

ორგანიზაცია სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან მარტამდე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმულ ქალაქში, კვირების განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას არსებობისთვის აუცილებელი პროდუქტები და მედიკამენტები არ ჰქონდა.

“მარიუპოლი ერთ დიდ სასაფლაოდ იქცა”, – ამბობს მიხაილო პურიშევი, მოხალისე უკრაინიდან. „მთავარი პრობლემა საკვები არ ყოფილა. ადამიანებს წამლები არ ჰქონდათ და სწორედ ამის გამო იხოცებოდნენ. ალყის დროს უმეტესად მოხუცები და ბავშვები დაზარალდნენ. მარიუპოლი ერთ დიდ სასაფლაოდ იქცა“.

მარიუპოლის მაცხოვრებლები დგანან საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანებულ შენობებთან, უკრაინა, 13 მაისი, 2022 წელი Copyright AP Photo

Human Rights Watch-მა და უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიმართლის ფონდი“ აღწერა 14 თავდასხმა, რომელთა შედეგადაც 18 შენობა განადგურდა. მათ შორის, თავს დაესხნენ ორ საავადმყოფოს, მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფარს, საკვების საწყობებს, მაღაზიებსა და საცხოვრებელ კორპუსებს…

რუსული აგრესიის შედეგად მარიუპოლში დაიღუპა და დაშავდა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

საერთაშორისო ორგანიზაციები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სხვა ქვეყნების მთავრობებმა უნდა გამოიძიონ და დასაჯონ ის ათი პირი, რომლებსაც ჩვენ დამნაშავეებად ვასახელებთ, მათ შორისაა, პრეზიდენტი პუტინი და სხვა მეთაურები. ისინი პირდაპირ ახალისებდნენ ომის დანაშაულს მარიუპოლში“, – ამბობს ევრონიუსთან საუბარში გერი სიმპსონი, კრიზისისა და კონფლიქტების ასოცირებული დირექტორი.

მარიუპოლის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი დღეს დევნილია, მცირე ნაწილი კი დარჩა მშობლიურ ქალაქში.

თუმცა ეს აღარაა ის ქალაქი, რომელიც წლების წინ იყო.

რუსული მანქანა ამ დრომდე ცდილობს წაშალოს მარიუპოლიდან ყველაფერი უკრაინული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend