მთავარიკუბიApple-ის გაფართოებული რეალობის სათვალემ რეალური და ვირტუალური სამყარო გააერთიანა

Apple-ის გაფართოებული რეალობის სათვალემ რეალური და ვირტუალური სამყარო გააერთიანა

Apple Vision Pro უკვე გაყიდვაშია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და სოციალურ ქსელებში მომხმარებლები გაფართოებული რეალობის სათვალეზე შეფასებებს აქვეყნებენ. პროდუქციის საწყისი ფასი 3 499 დოლარია.

კომპანიაში ტექნოლოგიას სივრცულ კომპიუტერს უწოდებენ, თუმცა თავისი არსით, ეს არის ე.წ. ჭკვიანი სათვალე, რომელიც თავის თავში აერთიანებს რეალურ და ვირტუალურ სამყაროს. ტექნოლოგიის გამოყენების დროს, მომხმარებელი აგრძელებს რეალური სივრცის ხედვას, რომელსაც ემატება აპლიკაციები.

სათვალის გაკეთების დროს, შეგიძლია გახსნა შენივე სმარტფონი და ხმის, თითებისა და თვალების მოძრაობით გააკონტროლო ეკრანი.

დასაწყისისთვის Vision Pro​-ზე ხელმისაწვდომია დაახლოებით 600-მდე აპლიკაცია, რომელიც შექმნილია კონკრეტულად მოწყობილობისთვის.

კომპანიას დეტალურად აქვს აღწერილი რისი კეთება არის შესაძლებელი გაფართოებული რეალობის სათვალით. ერთ-ერთი არის ფილმებისა და სერიალების ყურება, ასევე თამაშები და რუკები ფაქტობრივად სამგანზომილებიან ფორმატში.

პროდუქციის შესახებ ერთ-ერთ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, მომხმარებელს Vision Pro​-თი რამდენიმე ფანჯარა აქვს გახსნილი სხვადასხვა ოთახში ისე, რომ ვებგვერდების ეკრანები ერთმანეთს ხელს არ უშლიან.

Vision Pro-ს იყენებენ არამხოლოდ სახლში არამედ ქუჩაშიც. ამერიკაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც  ქუჩებში გაფართოებული რეალობის სათვალით გადაადგილდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend