კიბოსთან ბრძოლა

სამწლიანი კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში თბილისში ღონისძიება გაიმართა

„სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ – ამ სამწლიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის საკრებულოს სადღესასწაულო დარბაზში გუშინ ღონისძიება გაიმართა.

კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის ათწლიან ისტორიაზე ისაუბრეს და დღეს არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

 ღონისძიება მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, რომელიც ყოველ წელს, 4 თებერვალს აღინიშნება. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პაციენტთა ორგანიზაციის “ევროპა დონა საქართველო” პრეზიდენტმა, ანა მაზანიშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend