ძლიერი შტორმის შედეგად ლოს-ანჯელესის ზოგიერთ ნაწილში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.
ტალახითა და ქვის ლოდებით გაივსო ის ბორცვები, რომლებზეც მრავალმილიონიანი დოლარის ღირებულების სახლებია გაშენებული.
ქალაქის ბევრ ნაწილში ბანაკებში დროებით მცხოვრები უსახლკაროები უსაფრთხო ადგილს ეძებდნენ. ორშაბათს მთელი შტატის მასშტაბით 830 000 ადამიანს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ნალექის კლების მიუხედავად, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ლოს-ანჯელესის მერი კარენ ბასი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მერმა სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მეწყრული პროცესებითა და უხვი ნალექით დაზარალებულ ქალაქი დაათვალიერა. მისი თქმით, შტორმმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კერძო მესაკუთრეებს.
ჩრდილოეთ კალიფორნიას შტორმმა გასულ უქმეებზე გადაუარა, ხეების მოგლეჯის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. შტორმი სამხრეთსაც მიუახლოვდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს მეორე ძლიერი შტორმი იყო, რომელიც კალიფორნიას დაატყდა თავს.