ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნევადის შტატში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
რიგით 46-ე პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ის მადლიერია მხარდაჭერისთვის, ამ ეტაპზე კი აუცილებელია მეტი მოტივაცია და მობილიზაცია. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკული დემოკრატია საფრთხის წინაშეა და აუცილებელია ერთიანი ძალებით მისი გადარჩენა.
Thank you, Nevada! We’re building a campaign that leaves no one behind.
Let’s keep up this momentum. pic.twitter.com/GrXEqrKwhd
— Joe Biden (@JoeBiden) February 7, 2024
დემოკრატიული პარტიის მომდევნო პრაიმერი მიჩიგანის შტატში 27 თებერვალს გაიმართება.
რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე რესპუბლიკური პარტია ორ პარალელურ პროცესს უზრუნველყოფს, როგორც პრაიმერს ასევე კოკუსს. პრაიმერი უფრო ტრადიციული და მარტივი პროცესია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კენჭისყრით შემოიფარგლება, ხოლო კოკუსი გულისხმობს პარტიის წევრების მიერ საჯარო დისკუსიებსაც.