მთავარიაზიაისრაელიისრაელსა და "ჰამასს" შორის შესაძლოა კიდევ ერთი ზავი დაიდოს

ისრაელსა და “ჰამასს” შორის შესაძლოა კიდევ ერთი ზავი დაიდოს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ჰამასის” კუთვნილი 24 ბატალიონიდან 18 პირწმინდად მოსპეს.

ბრძოლა გრძელდება, არსებული ცნობებით, ისრაელის არმიის ნაწილების გასვლის შემდეგ ღაზის სექტორში, ქალაქ ღაზაში, “ჰამასის” შენაერთები დაბრუნდნენ.

ისრაელელი ჯარისკაცები ღაზის სექტორის საზღვართან, ისრაელის სამხრეთი, 6 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Tsafrir Abayov

შეტაკებებია ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან იუნისში.

დაპირისპირებაა დასავლეთ სანაპიროზე. გასამხედროებულ პალესტინურ ორგანიზაციებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის 8 შეტაკება იყო ბოლო 24 საათში.

“ჰეზბოლას” შენაერთებმა კი ჩრდილოეთ ისრაელში დასახლებები 10-ჯერ დაბომბეს.

სამხედრო მოქმედებების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია “ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე. სწორედ ამ მოლაპარაკებების დროს გახდა ცნობილი, რომ “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ადამიანებიდან 31 დაღუპულია.

საყოველთაო ქაოსის ფონზე ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები ომის შეწყვეტას ითხოვენ.

პალესტინელი კაცი გლოვობს ახლობელს, რომელიც ისრაელის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა, ღაზის სექტორი, 6 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Fatima Shbair

”ღმერთს ვევედრებით, რომ ომი შეწყდეს, ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება, პასუხისმგებელი პირები კი უნდა დაისაჯონ. არც წყალი არ გვაქვს, არც საკვები, ყველაფერი მოშლილია. ბავშვები, ქალები იღუპებიან. თავმოყვარეობა აღარ შეგვრჩა, კმარა”, – ამბობს აბუ ისა, ღაზის სექტორის მკვიდრი.

“საკმარისია, კმარა. ომი არ გვინდა. უკვე 115 დღეა, რაც ჯოჯოხეთში ვართ. ყველამ მიგვატოვა. ბავშვები ავად არიან, მედიკამენტები არ გვაქვს, ცხოვრება ტანჯვად გვექცა. კმარა!” – ეუბნება ჟურნალისტს აკრამ ალ ჰასანი, ღაზის სექტორის მკვიდრი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ღაზის სექტორში ნახევარი მილიონი ადამიანი შიმშილობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend