მთავარიამერიკაჩილეჩილეში ხანძრით დაშავებული ცხოველების სამკურნალოდ ვეტერინარები კარდაკარ დადიან

ჩილეში ხანძრით დაშავებული ცხოველების სამკურნალოდ ვეტერინარები კარდაკარ დადიან

ჩილეში ძლიერი ტყის ხანძრების შედეგად, მოქალაქეები გარდა, დაზარალდნენ ცხოველებიც. ადგილობრივი ვეტერინარები დაშავებულ ცხოველებს მკურნალობენ.

ქალაქ ვინია-დელ-მარში მცხოვრებ პატრისიოს ძაღლს მოლერს თათები ჰქონდა დამწვარი, თუმცა ვეტერინარების დახმარებით მალე გამოჯანმრთელდა.

„ეს შესანიშნავი წამოწყებაა. ბევრი პატარა ძაღლია, რომელთაც სჭირდებათ დახმარება. ყველგან მინის ნამსხვრევებია. მიწა ჯერ კიდევ ცხელია. სწორედ ამის გამო დაეწვა ჩემს ძაღლს თათები”, – ამბობს ძაღლის პატრონი პატრისიო.

ვეტერინარები ცხოველების სამკურნალოდ კარდაკარ დადიან. დამწვრობების გარდა, ისინი ცხოველის ფილტვებსა და თვალებსაც ამოწმებენ.

„დღეში დაახლოებით 25 ცხოველს ვსინჯავთ. ძირითადად მინდორში დავდივართ. ქალაქის ცენტრში ჯერ კიდევ ბევრი ხალხია. მივხვდით, რომ დახმარების საუკეთესო გზა კარდაკარ სიარულია. ცხოველებს, განსაკუთრებით ლეკვებს, ძირითადად  თათები აქვთ დამწვარი. კნუტებს კი სუნთქვის პრობლემები აქვთ. ხანძრის კვამლი ცხოველებს სუნთქვაში უშლის ხელს“, – ამბობს ვეტერინარი, საბრინა ხარა.

ჩილეში 2010 წელს მომხდარი  მიწისძვრის შემდეგ ტყის ხანძარი ვალპარაისოში ყველაზე დამანგრეველ კატასტროფად შეფასდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend