ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ჯერ არ მიუღწევიათ საბოლოო მიზნისთვის, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლების განადგურებასა და 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების გათავისუფლებას უკავშირდება. თუმცა ყველა გატაცებულის სახლში დაბრუნება ახლა შეუძლებელია.
ისრაელელი სამხედროები იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ, რომ ღაზაში მყოფი 136 მძევლიდან 31, ანუ ტყვედ აყვანილთა მეხუთედი, დაიღუპა. ისრაელის მთავრობას აკრიტიკებენ, რომ ის შესაბამისად ვერ მართავს მძევლებთან დაკავშირებულ სიტუაციას.
ამასთან, ენტონი ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური გზებით ცდილობს.
Together with our partners in Qatar and Egypt we've put forth a serious proposal aimed at not just repeating, but expanding the previous pause in fighting to achieve the release of the remaining hostages and surge humanitarian relief to Gaza. pic.twitter.com/rp11i57XOj
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) February 6, 2024
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კაიროსა და დოჰაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელში ჩავიდა.
ბლინკენმა დაადასტურა, რომ „ჰამასის“ დაჯგუფებამ დადებითად შეაფასა შეერთებული შტატებისა და ისრაელის შეთავაზება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. „ჰამასის“ პასუხს ჯერ აშშ-ში განიხილავენ, შემდეგ კი ისრაელის მთავრობასთან ერთად იმსჯელებენ.
როგორც ენტონი ბლინკენი ამბობს, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა მათ სჯერათ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. იგი დასძენს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ისინი დაუღალავად გააგრძელებენ მუშაობას.
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ ათეულობით ტერორისტი დახოცეს.
IDF troops continue to operate in Gaza:
📍 Deir al Balah
An IDF fighter jet eliminated an Islamic Jihad terrorist who took part in the October 7 massacre in Kibbutz Nir Oz.📍Beit Hanoun
IDF troops identified and eliminated 4 operatives trying to set up observation… pic.twitter.com/dVUieGArOW— Israel Defense Forces (@IDF) February 6, 2024
პალესტინური მხარე კი ისრაელს რაფაჰზე იერიშის მიტანაში ადანაშაულებს. რაფაჰი აქამდე ისრაელელთა მხრიდან უსაფრთხო ზონად იყო განსაზღვრული და მას ასობით ათასი პალესტინელი აფარებდა თავს.