მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის პარლამენტში მმართველმა პარტიამ შვედეთის ნატოში გაწევრების კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა

უნგრეთის პარლამენტში მმართველმა პარტიამ შვედეთის ნატოში გაწევრების კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა

შვედეთის ნატოში გაწევრებას ახლა მხოლოდ უნგრეთი აფერხებს. მმართველმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის მიერ მოწვეულ საპარლამენტო სხდომას, რომელზეც შვედეთის გაწევრების რატიფიცირება უნდა მოეხდინათ.

მას შემდეგ, რაც იანვარში თურქეთი დათანხმდა შვედეთის გაწევრებას, უნგრეთი სამხედრო ალიანსის უკანასკნელი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ უჭერს მხარს.

ვიქტორ ორბანი და „ფიდესის“ პარტია შვედეთის გაწევრებას 2022 წლის ივლისიდან ეწინააღმდეგებიან. მათი მტკიცებით, შვედი პოლიტიკოსები სიცრუეს ავრცელებენ უნგრეთის დემოკრატიასთან დაკავშირებით.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა შეერთებული შტატების ელჩი უნგრეთში დევიდ პრესმანი. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ პარლამენტს მოუწოდებდა პირველივე შესაძლებლობისას ემოქმედა, თუმცა მას ეს პირობა არ შეუსრულებია.

აშშ-ის ელჩი უნგრეთში დევიდ პრესმანი – AP

ორშაბათის საპარლამენტო სესიას ექვსი ოპოზიციური პარტია უჭერდა მხარს, თუმცა სხდომას არ დაესწრნენ „ფიდესის“ პარტიის წარმომადგენლები. ამის გამო საკანონმდებლო ორგანოში ჩაიშალა  კენჭისყრის პროცესი.

დემოკრატიული კოალიციის წევრი აგნეს ვადაი ამბობს, რომ მიუხედავად ამხელა ზეწოლისა, ვიქტორ ორბანი არასწორად იქცევა. იგი თავად უნდა მიხვდეს, რომ ეს ყველაფერი უნგრეთის საზოგადოების ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემსახურება. იგი ორბანს  ირაციონალურ და ამპარტავან ადამიანად მოიხსენიებს.

ფიდესის“ კანონმდებლებს სურთ, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ბუდაპეშტში ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად ვიქტორ ორბანთან ჩავიდეს. კრისტერსონი ეწვევა ორბანს მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ უნგრეთი დაეთანხმება მისი ქვეყნის ნატოში გაწევრებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend