ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კიევს ეწვევა, რათა ომში ჩართულ ქვეყანას პირადად დაუდასტუროს ევროკავშირის მხარდაჭერა.
ბორელი კიევში ბოლოს გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირი შეთანხმდა, უკრაინას გადასცეს 50 მილიარდო ევრო.
უნგრეთმა უკან დაიხია და აღარ აპირებს დახმარების პაკეტზე ვეტოს დადებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის სამხედრო და უსაფრთხოების რეგულარულ მხარდაჭერაზე საუბრობს, იგი იმასაც აღნიშნავს, რომ უნდა იფიქრონ მშვიდობის დამყარებასა და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზეც.
პრეზიდენტი ზელენსკი კი დნიპროს რეგიონში ერთ-ერთ საწვრთნელ ცენტრში ჯარისკაცებს შეხვდა.
ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი განიხილავს შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლის ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნისთვის საჭიროა საკადრო ცვლილება და ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც უკრაინას უნდა უხელმძღვანელონ.
ამავდროულად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე ვიზიტის შემდეგ შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადაhttps://t.co/dRhP2nNip8
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) February 5, 2024
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა სიახლე. იგი აპირებს ცვლილებებს არა მარტო სამხედრო სექტორში, არამედ სახელმწიფო ლიდერების დონეზეც.
ზელენსკის კომენტარი პირველი დასტურია იმისა, რომ იგი ნამდვილად აპირებს ომის ორი წლის თავზე ყველასთვის ცნობილი გენერლის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება უკრაინაში უკმაყოფილებას გამოიწვევს, კრემლს კი გაახარებს.