უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ავდიივკის ფრონტის ხაზზე უკრაინელთა პოზიციებზე მძლავრი იერიში მიიტანეს. ამასთან უკვე დადასტურებულია, რომ ერთი დღით ადრე რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში საცხობზე მომხდარ თავდასხმას 28 ადამიანი შეეწირა.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი, სამხედროების გარდა, მაღალი რანგის რამდენიმე თანამდებობის პირის გადაყენებას განიხილავს.
ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის, გათავისუფლებას აპირებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცვლილებები აუცილებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკადრო ცვლილებების შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცების მონახულების შემდეგ ისაუბრა.
Кривий Ріг. Провів нараду щодо енерго- та водозабезпечення міст і сіл Дніпровщини, зокрема Нікополя, Марганця, Покрова, частини Кривого Рогу та Криворізького району.
Говорили про захист критичної інфраструктури, посилення мобільних вогневих груп, ППО і РЕБ, відновлення… pic.twitter.com/rtBe4DEcG3
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 4, 2024
პრეზიდენტმა ვიზიტისას ასევე ზაპორიჟიის რეგიონის ახალი მერი ივან ფედეროვი წარადგინა.
ფედეროვი, რომელიც მელიტოპოლის მერი იყო, რუსულმა ძალებმა ომი დაწყებიდან მალევე გაიტაცეს.