მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზის რკინიგზის სადგურზე თავდასხმელმა 3 ადამიანი დაჭრა

პარიზის რკინიგზის სადგურზე თავდასხმელმა 3 ადამიანი დაჭრა

დანითა და ჩაქუჩით შეიარაღებულმა მამაკაცმა საფრანგეთის დედაქალაქის საერთაშორისო რკინიგზის სადგურზე სამი ადამიანი დაჭრა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მალევე დააკავეს. ჩქაროსნული მატარებლით, რომელიც პარიზს ევროპის სხვა ქვეყნებთან აკავშირებს, მილიონობით მგზავრი დადის.

პარიზის პოლიციის უფროსის ლორან ნუნიესის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია დასჭირდა. ამჟამად სამივე დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

„ამ მომენტისთვის არ არსებობს გარემოება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს ტერორისტული აქტია. თუმცა ამ საკითხებში სიფრთხილე გვმართებს. ამ საქმეს ახლა პოლიცია იძიებს. ამოწმებენ ეჭვმიტანილის მობილურს. ასევე მივყვებით კვალს, რომელიც მას იტალიასთან აკავშირებს. მის განცხადებასაც მოვისმენთ. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. ასეთ დროს ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა პარიზის პოლიციის უფროსმა ლორან ნუნიესმა.

ეჭვმიტანილის დაკავებაში პოლიციას გამვლელები და რკინიგზის თანამშრომლები დაეხმარნენ.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზა უტარდება დანასა და ჩაქუჩს, რომლებიც ეჭვმიტანილს შემთხვევის ადგილას ჩამოართვეს. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend