მთავარიაზიაღაზაისრაელმა ღაზაში დასახლება დეირ-ალ ბალაჰზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზაში დასახლება დეირ-ალ ბალაჰზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა მორიგი იერიში მიიტანა დასახლება დეირ-ალ ბალაჰზე. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა შვიდი ადამიანი, 15 კი – დაიჭრა. პარამედიკოსებს დაშავებულები და გარდაცვლილები  ღაზის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც ჩანს, მთელ ღაზაში უფრო ინტენსიური ხდება ისრაელის ავიაიერიშები, განსაკუთრებით კი სამხრეთის ქალაქ რაფაჰში, სადაც ძალიან პატარა ტერიტორიას მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს თავს.

ისრაელის მთავრობაში ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის ფონზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ უკვე მეხუთედ იმყოფება რეგიონში.

როგორც ცნობილია, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა,  250-ამდე ისრაელელი კი მძევლად იქნა აყვანილი.

ამავდროულად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე ეგვიპტეში ჩავიდა და პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, თუმცა, დასძინა, რომ აუცილებელია მომზადება ღაზაში პალესტინის ხელისუფლების აღსადგენად. მისი თქმით, მთავრობის ლეგიტიმაცია დამოკიდებული იქნება მისი უფლებების პატივისცემაზე, განსაკუთრებით ისრაელის მხრიდან, ასევე იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ეს მთავრობა, უზრუნველყოს  პალესტინელთა უსაფრთხოება და აღიაროს მათი პოლიტიკური უფლებები.

ამ დროისთვის აქცენტი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის გაზრდაზეა გადატანილი. გაეროსა და „წითელ ჯვარში“ ამბობენ, რომ   ღაზაში ორ მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდება შიმშილის ზღვარზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend