სოციალურ მედიას მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს. მიზეზი სხვადასხვაა – ზოგისთვის ეს გართობისა და დროის გაყვანის საშუალება, ზოგისთვის კი საქმის კეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტია.
ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური ქსელების მომრავლებამ ადამიანებს ყოველდღიურობა გაუმარტივა, თუმცა მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ დადებითთან ერთად ამ ყველაფერს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა აქვს.
როგორ მოვიხმაროთ სოციალური ქსელები გონივრულად, ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფსიქიატრმა და პროფესორმა, ნანა ზავრადაშვილმა ისაუბრა.