მთავარიევროპაუნგრეთივინსენტ ვან გოგის სამყარო - ბუდაპეშტში ჰოლანდიელი მხატვრის მულტიმედია გამოფენა გაიხსნა

ვინსენტ ვან გოგის სამყარო – ბუდაპეშტში ჰოლანდიელი მხატვრის მულტიმედია გამოფენა გაიხსნა

ვინსენტ ვან გოგი ისე, როგორც აქამდე არასდროს გვინახავს. ლოს-ანჯელესის, ლონდონის, სინგაპურის, თელავივის, ბრიუსელისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქალაქის შემდეგ, უახლესი ვიზუალური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი გამოფენა ახლა ბუდაპეშტში გაიხსნა.

360-გრადუსიანი მულტიმედია წარმოდგენა მნახველს, ვირტუალური რეალობის გამოყენებით, ჰოლანდიელი გენიოსი მხატვრის, ვან გოგის სამყაროში ეპატიჟება.

“თუ ესაა საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ვან გოგი ვანახოთ და მხატვრით დავაინტერესოთ, მაშინ, ეს მეთოდი გამართლებულია. 21-ე საუკუნეში გამოფენებს ხალხი სხვაგვარად აღიქვამს, სხვა ინტერესები და სურვილებია. ვან გოგის ნამუშევრები ნამდვილად განსაკუთრებულია, ფერებითა და შინაარსით”, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე ბლანკა ბანი.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს განსხვავებული გამოფენა, სინათლისა და ხმოვანი ეფექტების საშუალებით, ყველა ასაკის აუდიტორიას მიიზიდავს.

“აქ ასაკოვან სტუმარს დახვდება უკვე ბევრჯერ ნანახი ნამუშევარი, ოღონდ ახლებურად წარმოდგენილი. ახალგაზრდებისთვის კი პირიქით იქნება. ამ გამოფენას 2-3 წელია რაც ვაკეთებთ, ყველაზე რთული საგამოფენო სივრცის შერჩევაა. აუცილებელია, რომ ჭერი მინიმუმ 7 მეტრის სიმაღლის იყოს, ბუდაპეშტში ეს რთული აღმოჩნდა”, – ამბობს გამოფენის ორგანიზატორი მაიკლ მეგრელიშვილი.

ვან გოგის გამოფენა ბუდაპეშტში 2 თებერვალს გაიხსნა და ზაფხულამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend