მთავარიევროპარუსეთიშოიგუ აცხადებს, რომ უზრუნველყოფს ყველა ჯარისკაცის არჩევნებში მონაწილეობას

შოიგუ აცხადებს, რომ უზრუნველყოფს ყველა ჯარისკაცის არჩევნებში მონაწილეობას

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. წელს 15-იდან 17 მარტის ჩათვლით, პირველად რუსეთის ფედერაციის უახლეს ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში გაიმართება. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის უზრუნველყოფს ყველა ჯარისკაცის საარჩევნო პროცესში მონაწილეობას.

„ჩვენ მიერ განსახილველ საკითხებს შორის უპირველესია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა. ეს 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენაა. ჩვენს თანამედროვე ისტორიაში პირველად არჩევნები სამ დღეს გასტანს, 15-იდან 17 მარტამდე. ამ კუთხით მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია”, – განაცხადა შოიგუმ.

სერგეი შოიგუმ ასევე ისაუბრა იანვარში რუსული ჯარის მიერ უკრაინის სხვადასხვა სამხედრო ობიექტზე მიტანილი იერიშების შესახებ.

„იანვარში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტის შეიარაღებით 127 დარტყმა მიაყენეს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას, შეიარაღების მწარმოებელ ინფრასტრუქტურას, ნავთობის საცავებს, შეიარაღების შემკეთებელ საამქროებსა და ლეგიონერთა საწვრთნელ ბაზებს”, – ამბობს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend