მთავარისაქართველოსააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში რჩებიან

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში რჩებიან

სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ დაუსაბუთებელსა და უსამართლოს უწოდებენ

დღეს, 2 თებერვალს, ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული პირების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა.

საქმის პროკურორმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩიქობავა და ხასაია ბრალს აღიარებენ, პატიმრობა სხვა აღმკვეთი ღონისძიებით შეიცვლება. თუმცა ხასაია და ჩიქობავა ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ. მათ დღევანდელ სხდომაზეც თქვეს, რომ აღსრულების ბიუროს ავტომობილი მართლაც, დააზიანეს და ზიანსაც აანაზღაურებენ, თუმცა მათი თქმით, ამას არ ჰქონია ჯგუფური დანაშაულის სახე.

ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით ედავება, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ დაუსაბუთებელსა და უსამართლოს უწოდებენ. ამ ორგანიზაციის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება სადამსჯელო ღონისძიებას უფრო ჰგავს. მისი თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება თუ გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ ბრალდებულები მიიმალებიან, ან ხელს შეუშლიან მტკიცებულებების მოძიებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend