მთავარისპორტიმსოფლიო თასის ეტაპი ‌

მსოფლიო თასის ეტაპი ‌

3-4 თებერვალს გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

გუდაურში 3-4 თებერვალს გაიმართება მსოფლიოს თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. 2 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს.

ამ ჩემპიონატის ეგიდით გუდაურში 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი ჩამოვიდა და ისინი პირველობისთვის ერთმანეთს გუდაურას ტრასაზე შეეჯიბრებიან. შეჯიბრი ჩატარდება როგორც კაცების, ასევე ქალების თანრიგში და გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან. სნოუბორდ კროსისთვის სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს ვარჯიშები.

საქართველო წელს მთის კურორტების მთავარი მოვლენების ეპიცენტრშია, რადგან 22-23 დეკემბერს ბაკურიანმა წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასს ფრისტაილში, მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. ასევე 10 და 11 თებერვალს ბაკურიანში დაგეგმილია სკი კროსის ჩემპიონატი – შეჯიბრი თხილამურებით.

გუდაურში გასამართი შეჯიბრი სნოუბორდ კროსი კი თავისუფალი სტილით სრიალის სახეობაა. სპეციალურად შექმნილ საშეჯიბრო ტრასაზე 4 ათლეტი ერთდროულად ეშვება და დაბრკოლებებზე ექსტრემალურ ნახტომს აკეთებს. გამარჯვებული გახდება ის სპორტსმენი, რომელიც ყველაზე მაღალი სიჩქარის პირობებში კარგად დაიცავს ბალანსს და შეინარჩუნებს კონტროლს. სნოუბორდ კროსი 2006 წლიდან ზამთრის ოლიმპიური თამაშების სახეობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend