უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის პარალელურად საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლაც გრძელდება. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ წარმოებაში მიიღო კიევის კიდევ ერთი სარჩელი მოსკოვის წინააღმდეგ.
ამ სარჩელის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და გენოციდის ცრუ ბრალდებით ომის დაწყებას ედავება. ეს სარჩელი უკრაინულმა მხარემ 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეიტანა და კრემლს 1948 წელს მიღებული გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევას ედავება.
READ HERE: summary of the #ICJ Judgment on the preliminary objections raised by the Russian Federation in the case #Ukraine v. #Russia: 32 States intervening https://t.co/unSxGRAy09 pic.twitter.com/MZbUe68ait
— CIJ_ICJ (@CIJ_ICJ) February 2, 2024
რამდენიმე დღის წინ იმავე სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინული მხარის კიდევ ერთი სარჩელი და რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა დარღვევის შესახებ.