მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაკარლის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების ახალ სისტემებზე მუშაობენ

კარლის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების ახალ სისტემებზე მუშაობენ

21 დეკემბერს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარმა უპრეცედენტო თავდასხმამ, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირმა 14 ადამიანი მოკლა, 25 კი დაჭრა, მთელი ქვეყანა შეძრა. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვა და გაძლიერება.

“უნივერსიტეტი, რომელიც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა, კარლ მეოთხემ 1348 წელს დააარსა, ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. კომპლექსი 190-მდე შენობას აერთიანებს, ზოგიერთი ახალი აშენებულია, ზოგის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს, თუმცა არაერთი შენობა რამდენიმე ასეული წლისაა, მაგალითად ეს შენობა, რომელსაც კაროლინუმს უწოდებენ, მეთოთხმეტე საუკუნისაა. ადრეულ გაფრთხილების სისტემას, რომლის გამოცდაც ახლა მიმდინარეობს, შეუძლია გარკვეულ არეალში არსებულ მობილურ ტელეფონებზე SMS-ების გაგზავნა და ზარების განხორციელება და ევაკუაციის, ან ჩაკეტვის მითითებების გაცემა. ამ სისტემას შეუძლია კონკრეტულ ტერიტორიაზე ინფორმაცია ყველას მიაწოდოს”, — აცხადებს კარლის უნივერსიტეტის უსაფრთხოების მენეჯერი ოტა სლამა.

ასევე დიდი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.

ქვეყანაში უსაფრთხოების წესების გამკაცრებისთვის შემუშავებულ სპეციალურ ზომებს შინაგან საქმეთა მინისტრი მთავრობას ივნისის ბოლოს წარუდგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend