მთავარიამერიკააშშფლორიდაში ავიაკასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

ფლორიდაში ავიაკასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

ფლორიდის შტატის ერთ-ერთი დასახლების მაცხოვრებლებს, მშვიდი საღამო საფრენი აპარატის ავარიული ძრავების ხმამ დაერღვიათ.

საცხოვრებელ სახლებს შორის მოულოდნელად მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ერთძრავიანი ხომალდი, რომელშიც ერთი პილოტი და რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა.

ადგილობრივი საგამოძიებო სამსახურისა ინფორმაციით, ავიაკატასტროფას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა ბორდის ყველა წევრი. ამ კატასტროფას ის ადამიანიც ემსხვერპლა, რომლის სახლსაც დაეცა თვითმფრინავი.

„იაპონური ბაღების“ დასახლებიდან შეტყობინება საღამოს 7 საათზე მივიღეთ. ჩვენი ინფორმაციით, კლიარუოთერის სენტპპიტის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის სამგზავრო ავიახომალდს ჰაერში ფრენისას პრობლემები შეექმნა. სანამ ჩამოვარდებოდა, მანამ ვცდილობდით მის დახმარებას. ავიასამეთალყურეო ბაზასთან კავშირისას პილოტი ძრავის პრობლემებზე გვატყობინებდა. მალევე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. შემდგომ ხომალდმა ფრენა დასახლების თავზე განაგრძო. ვცდილობდით ამ დასახლებიდან როგორმე გაგვეყვანა, თუმცა ვერ მოხერხდა. პილოტმა ძრავაზე კონტროლი დაკარგა. სამწუხაროდ ხომალდი ჩამოვარდა და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია. სამწუხაროდ სახლის მეპატრონეც და ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა“, – ამბობს კლიარუოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი სკოტ ეჰლესი.

ოფიციალური უწყებები გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას ჯერ არ ასახელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო მომენტამდე აეროპორტის მეთვალყურეებსა და საგანგებო სამსახურს, პილოტთან კონტაქტი არ შეუწყვეტიათ.

ფედერალური გამომძიებლები შემთხვევას შეისწავლიან და მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ეს ავიაკატასტროფა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend