მთავარიევროპაფინეთიფინეთში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო

ფინეთში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო

გუშინ ფინეთში უპრეცედენტო, ქვეყნის ისტორიაში ალბათ ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო.

ფინეთის მთავარი პროფკავშირები მთავრობის მიერ შემოთავაზებულ შრომის კანონმდებლობის რეფორმებს აპროტესტებენ. მთავრობაში კი ამტკიცებენ, რომ რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ფინეთის ეკონომიკა კონკურენტუნარიანი და მდგრადი იყოს.

ფინეთის დასაქმების მინისტრი არტო სატონენი ამბობს, რომ ფინეთი   გლობალურ ბაზარზე ოპერირებს. მისი თქმით,  იმისათვის, რომ ფინეთი წარმატებული იყოს ამ ბაზრებზე, ფინელი დასაქმებული, დამსაქმებელი და მთავრობა ერთსა და იმავე მხარეს უნდა იდგნენ.

დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ აქციაზე 10 000 ადამიანი შეიკრიბა.

პროფკავშირებში ვარაუდობენ, რომ გაფიცვებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

გაფიცვის შედეგად მუშაობა უკვე შეჩერდა განათლებისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამასთანავე, ქვეყანაში 11 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend