მთავარიEUROPEN UNIONევროკავშირი წითელ ზღვაში გემების დასაცავად საზღვაო მისიას დაიწყებს

ევროკავშირი წითელ ზღვაში გემების დასაცავად საზღვაო მისიას დაიწყებს

ევროკავშირი წითელ ზღვაში საზღვაო მისიას გეგმავს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით,  მისია 17 თებერვლამდე უნდა დაიწყოს. მისი მიზანი კი ჰუსიტებთან დაპირისპირების გარეშე გემების დაცვა და თავდასხმების აღკვეთაა.

ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ამ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროკავშირში ყველას აშფოთებს არხში გადაადგილების საკითხი. ბევრი ევროპული კომპანია ევროკავშირის მისიის დაწყებას ითხოვს, რადგან მათი ბიზნესმოდელი ზარალდება, როდესაც ევროპაში სამხრეთ აფრიკის გავლით ჩადიან. ეს კი გავლენას ახდენს მათ ხარჯებზე, ფასებსა და, შესაბამისადვე, ინფლაციაზე. ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საზღვაო მისიის მიზანი ამ რისკების თავიდან აცილებაა.

ამავდროულად, გასულ კვირას ამერიკულმა და ბრიტანულმა ძალებმა დაბომბეს ჰუსიტების რამდენიმე სამიზნე, საიდანაც  ისინი რაკეტებს უშვებდნენ. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც მოკავშირეებმა ჰუსიტებზე საპასუხო იერიში მიიტანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend