მთავარისაქართველოახალი პროექტი არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად

ახალი პროექტი არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად

საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ ახალი პროექტი დაიწყეს, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 1-ელ თებერვალს, გაიმართა.

პროექტის სახელწოდებაა „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ და მისი მთავარი მიზანი – ფართომასშტაბიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარებაა საარჩევნო პერიოდში, ასევე სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა საარჩევნო უფლებებზე, მოვალეობებსა და პროცედურებზე. პროექტი მოიცავს პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობასაც. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდს დააკვირდებიან.

„არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე და მნიშვნელოვანია როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვება, ასევე არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგიც“, – განაცხადეს დღეს თბილისში ახალი პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით.

ახალი პროექტის მიზანზე ბევრი ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა. მათ ინიციატივის სამი ძირითადი მიზანი განმარტეს: პირველი – საარჩევნო პერიოდში ფართომასშტაბიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარებაა; მეორე – ამომრჩეველთა ინფორმირება მათი დაცვის მიზნით; ხოლო მესამე – პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობაა.

როგორც დღეს აღინიშნა, პროექტის ფარგლებში ყურადღებას განსაკუთრებით გაამახვილებენ არჩევნებში ახალგაზრდების, ქალი ამომრჩევლების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ემიგრანტების აქტიურობის გაზრდაზე. ასევე განაცხადეს, რომ მათ წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვება უკვე დაიწყეს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend