მთავარიკუბიUniversal Music Group “ტიკტოკთან” კონტრაქტს წყვეტს

Universal Music Group “ტიკტოკთან” კონტრაქტს წყვეტს

მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური კომპანია Universal Music Group “ტიკტოკს” ცნობილი მომღერლების სიმღერების გამოყენების უფლებას ჩამოართმევს.

“ტიკტოკის” მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ ტეილორ სვიფტის, ჰარი სტაილსის, ლედი გაგასა და სხვა მომღერლების მუსიკის გამოყენებას.

წერილში კომპანია აცხადებს, რომ “ტიკტოკთან” მათი ურთიერთობა დადგენილია კონტრაქტით, რომელსაც ვადა 2024 წლის 31 იანვარს ეწურება.

კონტრაქტის განახლების განხილვისას მუსიკალურმა კომპანიამ სამი მთავარი პირობა წამოაყენა, ესენია: შესაფერისი კომპენსაცია შემსრულებლებისა და სიმღერების ავტორებისთვის, მათი დაცვა ხელოვნური ინტელექტის მავნე ზემოქმედებისგან და “ტიკტოკის” მომხმარებლების ონლაინ უსაფრთხოება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend