გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დღეს, 31 იანვარს, დაადგინა, რომ რუსეთმა 2014 წელს დაარღვია გაეროს ანტიტერორისტული შეთანხმების რიგი მუხლები, თუმცა უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის სარჩელის ის ნაწილი, რომელშიც კიევი მოსკოვს ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე აკისრებდა პასუხისმგებლობას.
WATCH LIVE: the #ICJ delivers its Judgment in the case of the Application of the Int’l Convention for the Suppression of the Financing of Terrorism and of the Int’l Convention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination (#Ukraine v. #Russia) https://t.co/ktuwjuxmjf
— CIJ_ICJ (@CIJ_ICJ) January 31, 2024
ასევე გაეროს უმაღლესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარღვია ანტიდისკრიმინაციული შეთანხმებაც მაშინ, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ არ შეუწყო ხელი ნახევარკუნძულზე უკრაინულ ენაზე სწავლების შენარჩუნებას.
ეს გადაწყვეტილებები კიევისთვის ფაქტობრივად მარცხია საერთაშორისო სამართლის სფეროში, ვინაიდან უკრაინელმა იურისტებმა ვერ შეძლეს დაევალდებულებინათ რუსეთი, რომ გადაეხადა კომპენსაცია მორალური ზიანისთვის. სასამართლომ რუსეთს უბრალოდ წესების დაცვისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნიდერლანდების სასამართლომ ორ რუსსა და ერთ პრორუს უკრაინელს 2022 წლის ნოემბერში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეში ბრალეულობის გამო.