ახალი რუსული შეტევითი ოპერაცია, რომელიც რამდენიმე თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება.
უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსებმა ავდიივკაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
რუსმა ოკუპანტებმა გასული 24 საათის განმავლობაში მასშტაბური იერიში მიიტანეს უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე – 9 სარაკეტო, 99 საავიაციო და 129 საარტილერიო იერიში მხოლოდ ერთ დღეში. ამასთან ერთად, კრემლმა შეტევების დროს 20 ირანული „შაჰიდის“ ტიპის დრონიც გამოიყენა. მათგან მხოლოდ 14-ის განეიტრალება შეძლო კიევმა.
უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების ახალი შეტევითი ოპერაცია, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, გაზაფხულზე დასრულდება.
„ახლა მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევითი ოპერაცია. იგი 2023 წელს დაიწყო და უკვე ორ-ნახევარი თვეა გრძელდება. ჩვენდა სამწუხაროდ, გარკვეული წინსვლა აქვთ რუსებს, მაგალითად, ავდიივკასთან. მაგრამ ეს არაა ის, რასაც თავად ელოდნენ ამ შეტევისგან. ოკუპანტებს სურდათ, რაც შეიძლება სწრაფად გადაელახათ ჩვენი თავდაცვითი ზღუდე და მდინარე ხარკივის ოლქში, ასევე დონეცკისა და ლუანსკის ოლქებში. თუმცა ეს სურვილი არ აუხდათ. მათი იერიში გაგრძელდება. სადღაც გაზაფხულის დადგომისას კი შესუსტდება და შემდეგ დასრულდება“,- ამბობს კირილო ბუდანოვი.
“ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” უკრაინის შეიარაღებული ძალების „ტავრიის“ დაჯგუფების მეთაურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსებმა ავდიივკასთან ქიმიური იარაღი გამოიყენეს. საუბარია ქიმიური ნივთიერების ქლოროპიკრინის შემცველ ქეი-51 ტიპის ყუმბარებზე. დასახლება ავდიივკაში რუსების შესვლის შესახებ სხვადასხვა სამხედრო ბლოგზე გავრცელდა ინფორმაცია. ამაზე საუბრობს “ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც”. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ავდიივკას ამ დროისთვის კვლავ კიევი აკონტროლებს.
Donetsk Axis:
Russian forces recently advanced southwest of Bakhmut.
Ukrainian forces recently regained lost positions northwest of Horlivka.
Positional engagements continued near Avdiivka but there were no confirmed changes to the frontline in this area. (1/4) https://t.co/gwrHAU5Mao pic.twitter.com/1qJIq1pF4n
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) January 31, 2024
„ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ტავრიის“ მიმართულებით ავდიივკის ფლანგზე უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, რუსი ოკუპანტები კვლავ აქტიურად უტევენ დასახლებას. ფრონტის ამ მიმართულებაზე 37 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო შეტაკება იყო ერთ დღეში… მარინკის მიმართულებითაც ვაგრძელებთ შეკავების ოპერაციებს. გეორგიევკისა და ნოვომიხაილივკის ფლანგზე 16 შეტევა მოვიგერიეთ“, – ამბობს ანდრიი კოვალოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი.
ექსპერტების შეფასებით, რუსული იერიშების მოსაგერიებლად კიევს ყველაზე მეტად სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება ესაჭიროება. იმავეს ამბობს უკრაინის პრეზიდენტიც… ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის შეიარაღების წარმოების გაზრდას გეგმავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ერთ დღეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსმა ოკუპანტებმა 1090 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს; განადგურდა 10 რუსული ტანკი, 32 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 51 საარტილერიო სისტემა, 16 უპილოტო საფრენი აპარატი და 44 სხვა ტიპის ტექნიკა.
“Our future is in our hands. Our lives are what we choose to make them.”
Winston ChurchillThe combat losses of the enemy from February 24, 2022 to January 31, 2024. pic.twitter.com/VIXst5oJvT
— Defense of Ukraine (@DefenceU) January 31, 2024