მთავარიამერიკააშშუკრაინის დახმარების “გაერთიანებული ფრონტი”

უკრაინის დახმარების “გაერთიანებული ფრონტი”

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტების მდივნებს შეხვდა. ალიანსმა კერძო სამხედრო კომპანიებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნატო 220 ათას 155-მილიმეტრიან ჭურვს შეიძენს, მათი ნაწილი უკრაინასაც გადაეცემა. გრძელდება რამშტაინის ფორმატში შეხვედრებიც, რომლებიც უკრაინისთვის დემოკრატიული დასავლეთის მიერ სამხედრო დახმარების უკეთ კოორდინაციას ემსახურება.

“ჩვენი სახელმწიფოს მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უპრეცედენტოა, საუბარი 75 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს ეხება, ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარების ჩათვლით კი მოცულობა 110 მილიარდი ამერიკული დოლარია, ეს გულისხმობს როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ დახმარებას. ჩვენ მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება სამაგალითოა, ამავე დროს აუცილებელია, რომ უკრაინისთვის ამ დახმარების მიწოდება არ შეწყდეს და კონგრესში ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს”, – განაცხადა ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ ვაშინგტონმა კიევს 75 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწია, სხვა სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარების გათვალისწინებით კი ეს თანხა 110 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

“ვაშინგტონმა თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილის უკრაინისათვის გადაცემით რუსეთის ფედერაციის სამხედრო შესაძლებლობების დიდი ნაწილი მოსპო და ამას არცერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე არ შეეწირა. მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის თვალსაზრისით ურყევ პოზიციას. მოლაპარაკების მაგიდასთან მიღწეულ პროგრესს პირდაპირი კავშირი აქვს ბრძოლის ველთან მიღწეულ წინსვლასთან, ასე რომ უკრაინას მეტი შეიარაღება და ტყვია-წამალი უნდა მივაწოდოთ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend