მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთში, ბელგიასა და რუმინეთში ფერმერები რეგულაციებს, ანაზღაურებასა და გადასახადებს აპროტესტებენ

საფრანგეთში, ბელგიასა და რუმინეთში ფერმერები რეგულაციებს, ანაზღაურებასა და გადასახადებს აპროტესტებენ

საფრანგეთში გრძელდება ფერმერთა პროტესტი. მთავრობამ მომიტინგეებს განუცხადა, რომ პარიზის მთავარ ბაზრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვა წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს.

ბოლო ინფორმაციით, ფრანგი ფერმერები რეგულაციების, ანაზღაურებისა და გადასახადების გამო გაურკვეველი ვადით გეგმავენ ქალაქის ბლოკადას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  სრულად შეჩერდება მოძრაობა დედაქალაქში შემავალ რვა მთავარ ავტომაგისტრალზე. გზის გადაკეტვის გამო შეფერხებები უკვე წარმოიქმნა პარიზის მახლობლად.

AP Photo/Fred Scheiber

გეგმის გაცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ შექმნილი ვითარება. მთავრობის სპიკერის თქმით,  საფრანგეთის მთავრობა მობილიზებულია, გადაწყვეტილებებს კი საზოგადოებას დღის განმავლობაში ამცნობენ.

ფერმერების თქმით,  მათ აქვთ ვალდებულება, დაასვენონ ნაკვეთები, ამავე დროს  ეუბნებიან, რომ პროდუქცია უფრო დიდი რაოდენობით უნდა აწარმოონ. ეს ფერმერებს შეუძლებლად მიაჩნიათ, რადგან მათ მცირე ფართობი აქვთ მოსავლის მოსაყვანად.

ფერმერებს ასევე აკრძალული აქვთ იმ ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ჯერ კიდევ ნებადართულია ესპანეთსა და იტალიაში, რომლებიც თავიანთ ხილს საფრანგეთში ყიდიან.

ფერმერთა პროტესტი საფრანგეთში – AP

ფერმერთა პროტესტი გრძელდება რუმინეთშიც. მომიტინგეები ბრაშოვში შეიკრიბნენ და სხვადასხვა ტექნიკით ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ.

რეგულაციებს, ანაზღაურებასა და გადასახადებს აპროტესტებენ ბელგიაშიც.

ნამიურში გადაკეტილია ავტომაგისტრალი. წუხანდლიდან კი ორივე მიმართულებით შეფერხდა მოძრაობა  ბრიუსელის წრიულ გზაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend