რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს რესპუბლიკური კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად მიმართეს.
საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო და იქ დასაქმებულებს ოთხი წინადადება შესთავაზა, თუმცა მათგან არცერთი აღმოჩნდა ექიმებისთვის მისაღები. ისინი ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის წევრები მუდმივად ამაყობდნენ განახლებული რესპუბლიკური კლინიკით და ამასთან დაკავშირებით მედიაში ბევრი რეპორტაჟიც მზადდებოდა.
ექიმები ითხოვენ, რომ კლინიკის დემონტაჟისა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება ექიმების ჩართულობით მიიღოს.