პლატფორმა X-ის მფლობელმა ილონ მასკმა თავის ოფიციალურ ანგარიშზე დაწერა, რომ კომპანია Neuralink-მა, რომელიც ტვინის ჩიპებს აწარმოებს, პირველად წარმატებით ჩაატარა ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც პაციენტმა მიიღო ნეირონული იმპლანტი.
ოპერაციის დროს, ადამიანის თავის ქალის ნაწილში ნერგავენ მიკროჩიპს, რომელიც ზომავს ტვინის აქტივობას და ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს შეასრულოს დავალებები კომპიუტერის დახმარებით.
The first human received an implant from @Neuralink yesterday and is recovering well.
Initial results show promising neuron spike detection.
— Elon Musk (@elonmusk) January 29, 2024
ქირურგიული ჩარევით, ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის მოძრაობაზე, ინერგება 64 მოქნილი ძაფი, რომელიც თმაზე უფრო თხელია.
ეს ძაფები მათ ექსპერიმენტულ იმპლანტს ანუ ჩიპს ეხმარება ჩაიწეროს და გადასცეს ტვინის სიგნალი აპლიკაციას, რომელიც გაშიფრავს, თუ როგორ აპირებს ადამიანი გადაადგილებას.
Neuralink-ის პირველ ამ პროდუქტს “ტელეპათი” ეწოდება.
“ტელეპათი” საშუალებას მისცემს ადამიანს, გააკონტროლოს თავისი ტელეფონი ან კომპიუტერი მხოლოდ გაფიქრებით, თუმცა თავდაპირველად ჩიპს გამოიყენებენ ისინი, ვინც დაკარგა კიდურების მოძრაობის უნარი.
მაგალითისთვის, მასკმა ახსენა ბრიტანელ მეცნიერი სტივენ ჰოკინგი,
„წარმოიდგინეთ, რომ სტივენ ჰოკინგის ურთიერთობის დამყარება უფრო სწრაფად შესძლებოდა“, – დაწერა ბიზნესმენმა.