საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე საუბრობს. ეს ყველაფერი უფრო მეტად აქტუალურია იმ ფონზე, როცა ვაშინგტონში უკრაინის დახმარების დამტკიცება ფერხდება.
მაკრონი ამბობს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს, ამერიკის მხრიდან უკრაინის შესუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს.
“ევროპა დაახლოებით იმავე მასშტაბის სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინის დახმარება დიდ ხნის განმავლობაში მოგვიწევს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური ხასიათის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ახლო მომავალში და უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო თანადგომა უნდა შევუნარჩუნოთ. ევროპას ერთი სტრატეგიული მიზანი აქვს, რუსეთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა.
საფრანგეთი ბირთვული შეიარაღების მფლობელი სახელმწიფოა და უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი. ტყვია-წამალთან ერთად პარიზმა კიევს ფრანგული წარმოების საარტილერიო სისტემა ცეზარიც გადასცა.