“ევროპაში წითელას გავრცელების კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა” – ამბობენ ექიმები როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ევროპის კონტინენტზე 2022 წელს წითელათი ინფიცირების 941 შემთხვევა დადასტურდა, 2023 წელს კი ეს რიცხვი 42 ათასამდე გაიზარდა.
რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, ქვეყანაში 2023 წელს წითელას სულ 26 შემთხვევა გამოვლინდა, 2024 წლის მხოლოდ ერთ თვეში კი უკვე 16 პირია ინფიცირებული, აქედან 14 თბილისში.
ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია 1978 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანების წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა.