ისრაელის პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შეხვდა. სამხედროებთან საუბრისას ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ მათ 500 ტერორისტი გაანადგურეს, მაგრამ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მეტია გასაკეთებელი, მათ შორის ქალაქ ჯენინში.
IDF operations continue in Gaza:
In response to the barrage of rockets fired at central Israel yesterday, IAF fighter jets struck the launchers used to fire the rockets, which were loaded with mortar shells.
📍Khan Yunis
Multiple terrorists were eliminated by an IAF aircraft… pic.twitter.com/Tii0pNbJ4u— Israel Defense Forces (@IDF) January 30, 2024
ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის კიდევ ერთხელ შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ისრაელში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე რიგი გადაულახავი წინააღმდეგობებია.
„ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უმნიშვნელოვანესია და ომის ბედი მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება. ვიცი, რომ ჩვენი არმია დიდ ძალისხმევას დებს როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი ოპერაციების წარმოებისას. წლის დასაწყისიდან მოყოლებული 500-ამდე ტერორისტი გავანადგურეთ, მაგრამ მეტია გასაკეთებელი როგორც აქ, ასევე ჯენინში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას.