მთავარიევროპარუსეთიმოსკოვისა და მინსკის ალიანსი ძლიერდება

მოსკოვისა და მინსკის ალიანსი ძლიერდება

ალექსანდრ ლუკაშენკა დარწმუნებულია, რომ ბელარუსსა და რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი არჩევნები კარგად ჩაივლის. ეს განცხადება მან სანქტ-პეტერბურგში ვიზიტისას გააკეთა. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბელარუსში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართება.

ვლადიმერ პუტინმა ბელარუსთან ეკონომიკური კავშირების ზრდასა და ატომურ ენერგიაზე ისაუბრა. პუტინის განცხადებით, რუსეთსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო ერთ წელიწადში თითქმის 10 პროცენტით გაიზარდა და 43 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

ბელარუსში 2023 წელს აშენდა პირველი ატომური ელექტროსადგურიც, რომელშიც მოსკოვმა მინსკს დიდი დახმარება გაუწია. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ორ სახელმწიფოს შორის ინტეგრაცია გაგრძელდება.

„25 თებერვალს ბელარუსში არჩევნები გაიმართება. რუსული მაგალითის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესი მხოლოდ ერთ დღეს გასტანს. ჩვენ გვექნება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები. როგორც საბჭოთა პერიოდში, ჩვენი ადგილობრივი არჩევნები სამ დონეს მოიცავს. 17 მარტს კი რუსეთის ფედერაციაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც ხედავთ, ამჟამად პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და არჩევნებიც სტაბილურ გარემოში შედგება, როგორც ბელარუსში ასევე რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

„ჩვენი პირდაპირი მონაწილეობით 2023 წელს ბელარუსში პირველი ატომური ელექტროსადგური აშენდა. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ეკონომიკური, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით. ჩვენს სამეკავშირეო სახელმწიფოში ინდუსტრია ვითარდება. ბელარუსი უკვე ატომური სახელმწიფოა, ჩვენს ქვეყნებს შორის დაახლოების პროცესი ბევრი მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend