მთავარიკუბიMETA-ს ახალი შეზღუდვები სოციალურ ქსელებში მოზარდების დასაცავად

META-ს ახალი შეზღუდვები სოციალურ ქსელებში მოზარდების დასაცავად

ახალი წესის მიხედვით, 16 წლამდე მომხმარებლები და ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში 18 წლამდე მომხმარებელი, ვეღარ მიიღებს პირად შეტყობინებას, ვერც ფეისბუკზე და ვერც ინსტაგრამზე ადამიანისგან, რომელიც პლატფორმაზე მისი მეგობარი არ არის.

შეზღუდვა იმოქმედებს მაშინაც, თუ შეტყობინების გაგზავნა მოზარდს სურს.

META-ს საინფორმაციო ბლოგში აღნიშნულია, რომ ამ ფუნქციის მთავარი მიზანია, დაიცვას ბავშვები სექსუალური შევიწროებისგან. მოზარდებს შეეზღუდებათ შიშველი ფოტოების გაგზავნა და მიღება უცნობებისგან.

2024 წლის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში META-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, ფეისბუკისა და ინსტაგრამზე 100 000-ზე მეტი მოზარდი მომხმარებელი ინტერნეტში ყოველდღიურად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend